четверг, 13 ноября 2008 г.

საქართველო უცხოელ ავტორთა შემოქმედებაში

  1. პროექტის სახელი: საქართველო უცხოელ ავტორთა შემოქმედებაში
  2. მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან იმ უცხოელ ავტორთა წყაროებს, რომელთაც აღწერეს საქართველო ბერძნული მითებიდან დღემდე
  3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გამოიკვლევენ იმ უცხოელ ავტორთა ნაშრომებს რომლებმაც თავის შემოქმედებაში მოგვაწოდეს ცნობები საქართველოს შესახებ. მოეწყობა ექსკურსია თბილისის იმ უბნებში რომელთა ჩანახატებიც შეასრულეს ძველმა მოგზაურებმა, აგრეთვე იმ ადგილებში სადაც ცხოვრობდნენ ჩამოსული ცნობილი მკლევარები. მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს საქართველოს ისტორიის შესახებ. გადაიღებენ სურათებს, შეასრულებენ ჩანახატებს. შექმნიან როგორც ინტერნეტ ასევე ჩვეულებრივ ალბომებს. შექმნიან ელექტრონულ და კედლის გაზეთებს. იმსჯელებენ და გაუზიარებენ ცოდნას თანაკლასელებს. მოპოვებულ და დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში ბლოგის სახით. მოპოვებულ ინფორმაციას გადათარგმნიან ინგლისურად.
  4. მონაწილეთა ასაკი:13-17 წლის
  5. ვადები/ხანგრძლივობა:6 თვე 2008-2009 სასწავლო წლის განმავლობაში
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარ ჩვევების გაღრმავება (მოძიება, შედარება, ანალიზი, წიგნთან მუშაობა, ბიბლიოთეკის გამოყენება), საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ შესწავლა (ინტერნეტის გამოყენება, საოფისე სამუშაოები), ჯგუფური მუშაობის უნარ ჩვევების გაღრმავება. მოპოვებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების კულტურის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება. რეკლამაზე მუშაობა. ჟურნალისტური სამუშაოების თავისებურებების გაცნობა. თარგმნა მოსწავლეებს გაუღრმავებს უცხო ენის ცოდნა.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ალბომი (მოპოვებული და მოსწავლეთა მიერ გადაღებული სურათები და ჩანახატები) ელექტრონული ალბომი, სკოლის გაზეთი, ელექტრონული გაზეთი, ბუკლეტი, ბლოგი.
  8. სარგებელი სხვებისთვის: მოძიებული ინფორმაცია გამოადგება ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით. დიდი სურვილი გვაქვს ეს პროექტი იქცეს საერთაშორისო პროექტად, რითაც მოსწავლეები თავიანთ თანატოლებს მთელ მსოფლიოში უკეთ გააცნობენ საქართველოს ისტორიას.
  9. სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
  11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნარგიზ კახაძე, თამარ პაპაშვილი, ნინო ავსაჯანიშვილი
  12. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: verakakhadze@gmail.com tt.papashvili@gmail.com n.avsajanishvili@gmail.com
  13. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea7b369
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.foreignwriters.blogspot.com